გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ალეკო ალექსიძემ ოლიმპიადა „ალგორითმში“ მიიღო მონაწილეობა.
საუკეთესო ათეულში შედეგების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა და გორის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა.
ოლიმპიადა „ალგორითმი“, აბიტურიენტებზე გათვლილი ზოგადი უნარების პრეტესტია. სკოლის დირექცია გეგმავს, რომ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვოს ალეკო მიღწეული წარმატებისთვის.
იხილეთ ფოტოები