ხონის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა „მსოფლიო კულტურაში“ (პედაგოგი: ია კინწურაშვილი) წარმოადგინეს პროექტი თემაზე „სამოსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“.
მოსწავლეებმა მოაწყვეს თავიანთი ნამუშევერების გამოფენა და საინტერესოდ ისაუბრეს ჯინსის შექმნის ისტორიაზე ვიდეომასალის თანხლებით.
„მოსწავლეებმა დათო ტურაშვილის ნაწარმოებიდან „ჯინსების თაობა“ აჩვენეს თავიანთი ხელით შექმნილი და გადაკეთებული ჯინსის კაბები და შარვლები, რომელთა შესაქმნელად გამოიყენეს მაქმანები, აპლიკაციები და სხვადასხვა სახის აქსესუარები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები