ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის -„მომავლის აქტიური თაობა“ წევრებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პროექტი - „ჩვენი კლუბის წევრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გაიმართა ფილმის ჩვენება და განხილვა, რომლის ბოლოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მოაწყო გამოკითხვა ფორმატით - “მითია თუ რეალობა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
დარიგდა დაუნის სინდრომის თემაზე შექმნილი ბუკლეტები. მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბის კედელზე საინფორმაციო პლაკატები განათავსეს.
სკოლის ეზოში მოსწავლეებმა მოაწყვეს პერფომანსი, სადაც თავიანთი სხეულებით გამოსახეს 21 ქრომოსომა და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისინი არ ითვლიან ქრომოსომებს;
„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ გააზრებული მსჯელობა და განივითარეს სოლიდარობის, თანაგრძნობის, ემპათიის, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების და მისი მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები