„ჩვენი თანადგომა აუტისტის სპექტრის მქონე ბავშვებს“- ღონისძიება ასპინძის საჯარო სკოლაში ამ ლოზუნგით ჩატარდა.
რესურს ოთახის ინიციატივით (სპეც. მასწავლებლები გვანცა იმერლიშვილი და მარი ბერიძე) მოხდა საიფორმაციო სახის პრეზენტაციების გაკეთება, ფილმების ჩვენება და გამოფენების მოწყობა.
როგორც სკოლის დირექტორმა ქალბატონმა კლარა ზედგინიძემ აღნიშნა, ასეთი სახის ღონისძიებები ბავშვებში ანვითარებს თანადგომის თვისებებს, რომლებიც აუცილებელია მათ ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ.
ღონისძიებები ისეთივე ფერადი იყო, როგორიც ატიზმის სიმბოლო-ფერადი ხელები.