დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე და დანიელი მეზღაპრის და მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, უფროსკლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საბავშვო მოთხრობები წაუკითხეს.
„ეს დღე, წელს პირველად აღვნიშნეთ. უფროსკლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს საბავშვო მოთხრობები. შემდეგ გაიმართა დისკუსია და პატარები მონდომებით პასუხობდნენ შეკითხვებს. გვაქვს სურვილი, ამ დღის აღნიშვნამ ტრადიციული ხასიათი მიიღოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
იხილეთ ფოტოები