ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის საჯარო სკოლის მე-7 მე-8 კლასის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი - „გონებრივი იერიში“ გაიმართა.
მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად და ხალისით ჩაებნენ. გამოყნებული იყო სახვადასხვა საგნებიდან (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ხელოვნება და მუსიკა ) სახალისო და შემეცნებითი კითხვები.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული ჩამოთვლილი საგნების პედაგოგები - ია თოდუა, მაია ცეცხლაძე, ნინო ხამაშურიძე და რუსუდან მარშანიშვილი.
ღონისძიება ნატო მჟავიას მიჰყავდა.
გუნდებს ჰქონდათ განსაზღვრული დრო მოფიქრებისა და პასუხისთვის. ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი მე-7 კლასი („მწვანე კრაზანები“). წახალისების მიზნით გუნდს სკოლის დირექციამ სამახსოვრო პრიზები გადასცა.
„აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლეებში გამოიწვია მოტივაციის ამაღლება სწავლისადმი, განუვითარდათ კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლის საუკეთესო უნარები. ბავშვებმა დიდი სურვილი გამოთქვეს კიდევ ბევრჯერ ჩატარდეს მსგავსი ტიპის სახალისო შეჯიბრებები. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ასეთი სახის შეჯიბრებები მეტად სახალისო და შემეცნებითია, მოსწონთ ბავშვებს და ვგეგმავთ სამომავლოდაც გავაგრძელოთ მსგავსი აქტივობების გამოყენება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები