წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი „ქიმია ჩვენ გარშემო“ გაიმართა
05-04-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით მე-11 კლასში პროექტ-გაკვეთილი „ქიმია ჩვენ გარშემო“ ჩატარდა. 

გაკვეთილი მასწავლებელმა მარინა გურეშიძემ ჩაატარა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ვიტამინების შემადგენლობასა და ფუნქციებზე, მათ სასარგებლო თვისებებზე, გამოყვეს ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც თრგუნავს ვიტამინების სარგებლიანობას, ჩაატარეს ექსპერიმენტები, ცდები, ნახეს სახალისო ანიმაცია.

მასწავლებელს ჰქონდა მომზადებული უამრავი თვალსაჩინოება და ვიდეორგოლი.

„ეს იყო ის საუკეთესო გაკვეთილი, რომელიც ნებისმიერ აუდიტორიას დაამშვენებდა.  დამსწრე პედაგოგები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მათ ბევრი უნარ-ჩვევები შეიძინეს, რასაც დაგეგმავენ თავიანთ პრაქტიკაში. დიდი მადლობა მარინას მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203