ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეებია. გაიხსნა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სამუშაო კაბინეტი, სადაც სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობები ჩატარდება. ამჟამად სკოლაში 5 მოსწავლეა და ისინი აღნიშნული კაბინეტით აქტიურად ისარგებლებენ.
სკოლაში ახალი სამკითხველო სივრცე გაიხსნა, რომელიც ერთდროულად 14 მოსწავლეს დაიტევს. სივრცე აღჭურვილია ქართული და უცხოუენოვანი ლიტერატურით. ასევე, შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა;
სივრცეები საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი შენგელიასთან ერთად გახსნა.
სივრცეების პრეზენტაციისა და გახსნის შემდეგ 23-ე საჯარო სკოლაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ირაკლი შენგელია: "მოხარული ვარ, რომ 23-ე საჯარო სკოლამ გამონახა რესურსი და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო სივრცე უფრო მიმზიდველი გახადა. სამკითხველო სივრცისა და ადაპტირებული ოთახის მოწყობა არის ის ინიციატივა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. ეს იდია ჩვენი თაობის განათლებაში თავის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა მოსწავლე, პედაგოგსა და დირექციას.
აქვე, აღსანიშნავია სკოლის მოსწავლეების მხრიდან გადმოცემული
თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განცდა, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებში ჩანდა."