მიმდინარე წლის 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 აპრილს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო ამინდს გვპირდებიან.
დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +8 °, დღისით +27 °, მთაში ღამით +2 °, დღისით +24 °, მაღალმთიან რაიონებში - ღამით -2 °, დღისით +19 ° იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში, ჰაერის ტემპერატურა ბარში +7 °,+23 °, მთაში +1 °,+21 °, მაღალმთიან რაიონებში -1 °,+10 ° იქნება.
თბილისში ჰაერი ღამით +11, დღე კი +21-გრადუსამდე გათბება.
10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +11°, დღისით +25 °, მთაში +2 °, +25°, მაღალ მთაში +1 °,+16 ° იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +7 ,+25 , მთაში - +2 , +23, მაღალ მთაში -2 ,+13 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით +10° იქნება, დღისით კი ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება.