ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ წარმოდგენას - „კონკია“ დაესწრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ხელოვნების ცენტრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ.
„სკოლის აღსაზრდელები სასიამოვნო ემოციებით და ბედნიერი სახეებით დაბრუნდნენ უკან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები