ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
08-04-2019

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის გაზრდის აქციას შეუერთდა. 

სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ქ. დიაკონიძე),  IIIბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: გ. სანებლიძე), IIIგ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ს. კუხიანიძე) და IIბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი:  ნ. ჟორჟოლიანი) დაამზადეს კედლის გაზეთები, ჩაწერეს ვიდეორგოლი აუტისტური სპექტრისა და მისი მახასიათებლების შესახებ და ასევე მიიღეს ზოგადი და ძირითადი ინფორმაცია აღნიშნული დარღვევის შესახებ. 

აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პრობლემები სოციალურ ინტერაქციასა და სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ქცევებისა და ინტერესების შეზღუდული რეპერტუარი.

სხვისთვის საკუთარი გრძნობებისა და აზრების გაზიარება წარმოადგენს სირთულეს და კომუნიკაციას იყენებენ არასოციალური, არამედ ინსტრუმენტული მიზნებისთვის. 

იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა აუტიზმის ძალიან მაღალ სიხშირეზე, 2007 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციით, 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღს საქართველოში 2010 წლიდან აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203