ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-8 ბ კლასში თამაზე - „ცნობილი ადამიანები“ კლასის საათი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მერვეკლასელებმა ისაუბრეს ცნობილ კინო- ვარსკვლავებზე, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიოში. ასევე მსახიობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოზე - ოსკარზე. მერვეკლასელმა ცისანა პეტრიძემ ოსკარის ქანდაკებაც დაამზადა.
სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი მეგი სეიდიშვილი ხელმძღვანელობდა.
„მადლობა კლასის დამრიგებელს მეგი სეიდიშვილს საინტერესო შეხვედრისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები