ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გავრცელებული ვირუსებისგან თავის დასაცავად აქცია გამართეს.
მათ მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირბადები და ბუკლეტები დაარიგეს, რომლებშიც პირბადის გამოყენების ინსტრუქცია იყო მოცემული.
„მოქალაქეები აქტიურად ცდილობენ თავის დაცვას და ამ მხრივ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს მიმართავენ, პირბადეს იყენებენ. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პირბადის მორგება არ ნიშნავს იმას, რომ თავს დავიცავთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მას მოხმარების თავისი წესები აქვს. ამის გარეშე, ის დამცავის ნაცვლად ვირუსის წყარო ხდება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები