სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
08-04-2019

სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ვიოლეტა ვეკუას ხელმძღვანელობით, დედა ენის დღეს კედლის გაზეთი - „დედა ენა არის ენა სულისა“ მიუძღვნეს. 

დედა ენის დღესთან დაკავშირებით ასევე მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაზეთში მოთხრობილია დედა ენის დღის შექმნის შესახებ, აღწერილია დედა ენის ძეგლის ისტორია, როგორ დაიწერა ,,დედა ენა“,  ასევე კედლის გაზეთში შეტანილია დედაენის შესახებ ნათქვამი არაერთი პოეტისა და მწერლის ციტატა, ასევე ნათქვამია, თუ როგორ დავიცვათ ენის სიწმინდე და რა ბედი ეწია ძველ ქართულში გამოყენებულ 5 ასობგერას.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203