ასპინძის მუნიციპალიტეტის, ზველის საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის მზია კურტანიძის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ჩვენ მეგობრები ვართ“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაში მე - 10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია აუტიზმისა და დაუნის სინდრომის შესახებ. მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ასევე ისაუბრეს მხედველობის და სმენის დაქვეითების, აივ/შიდსის, ართრიტის და ეპილეფსიის შესახებ.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი მაგდანი ლაცაბიძე. მოხსენებებთან ერთად ნაჩვენები იყო პლაკატები, ბუკლეტები, ვიდეო და მოსასმენი აუდიო მასალები.
იხილეთ ფოტოები