ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი თბილისური ტრადიცია გააცოცხლეს
08-04-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის, ჭიკაანის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ძველი თბილისური ტრადიცია გააცოცხლეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სკოლის ეზოში გაშლილ ლურჯ სუფრას შემოუსხდნენ თითო ფინჯანი ჩაი დალიეს და ლექსები წაიკითხეს. 

„ძველ თბილისელებს ჩვევად ჰქონდათ აპრილის თვეში ქალაქგარეთ გასვლა და მინდვრად ან რომელიმე ბაღში, ხის ჩრდილში გაშლილ სუფრასთან მოლხენა. 

სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ეს ტრადიცია გაიხსენეს. სკოლის ეზოში გაშლილ ლურჯ სუფრას შემოუსხდნენ, დალიეს თითო ფინჯანი ჩაი, წაიკითხეს ლექსები გაზაფხულზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე. მათთვის ეს დღე დაუვიწყარია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

აქტივობას ქართულის მასწავლებელი ევა ბეგაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203