გორის N12 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე კვირეული გაიმართა
08-04-2019

გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერთობა“ ინიციატივით და საორგანიზაციო კომიტეტის (Xა კლასის მოსწავლეები) სკოლაში ჩატარდა პროექტ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება“ კვირეული, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა იმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და განახორციელლეს სხვადასხვა აქტივობა. 

პირველ ეტაპზე გაკეთდა პრეზენტაციები ჯანსაღ ცხოვრებასა და სწორ კვებათან დაკავშირებით. 

მეორე ეტაპზე ჩატარდა სასკოლო ღონისძიება „კულინარიული პაექრობა“, რომელშიც როგორც მოსწავლეები, ასევე, მშობლები მონაწილეობდნენ. 

მონაწილეებმა წარადგინეს არაჩვეულებრივი კულინარიული შედევრები. თითოეულ გუნდს ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაცია მიანიჭა, 

კლუბს პედაგოგი ლელა წურწუმია ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203