წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ X კლასის მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს სასწავლო პროექტი მიუძღვნეს.
პროექტის პასუხისმგებელი პირი - X კლასის მოსწავლე ეკა მოსეშვილია. (პედაგოგი-ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი).
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები