თბილისის N165 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ონლაინ რადიო „ჩემი ხმის“ პროგრამაში ჩაერთნენ.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა და სამოქალაქო აქტივიზმისა და მოხალისეობის მხარდაჭერა ონლაინ მედიაში.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსწავლეების დატრენინგება კომპიუტერული პროგრამების კუთხით.
პროგრამაში ჩართულნი არიან შემდეგი მოსწავლეები: ლიკა აბულაძე, თეკლა ოქიტაშვილი, ანანო ოქიტაშვილი, ელენე ოკუჯავა, თეკლა ჭელიშვილი, ელენე ნიორაძე, ნიკოლოზ ბურდილაძე, ნინო მექვაბიშვილი, ანანო მეზურნიშვილი და მიხეილ კუჭავა.
იხილეთ ფოტოები