სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით საინფორმაციო პოსტერი მოამზადეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტრაგიკული ფაქტი.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.