თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათემატიკის, ბუნებისა და ფიზიკის პედაგოგებთან ერთად სოფლის შემოგარენი შეისწავლეს.
„მოსწავლეებმა ნანახი დააკავშირეს საგნებთან და თავიანთი შემოქმედებით გამოხატეს ერთობა საგნებს შორის. მათ შეადგინეს ლექსები, შექმნეს ნახატები, ითამაშეს, იხალისეს და ერთმანეთს აჩუქეს აღუწერელი სიხარული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებელმა, ნანა თეგაძემ მოსწავლეებს დაავალა დაეკავშირებინათ თავიანთი ცოდნა მათემატიკასა და ხელოვნებაში და პოეზიასა და სპორტში.
იხილეთ ფოტო