ქვემო მახოს სკოლის მოსწავლეებმა 3 და 8 მარტთან დაკავშირებით, შესანიშნავი საზეიმო განწყობა შექმნეს
13-03-2017
ქვემო მახოს სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით, "ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია", ჩატარდა. 

ქვემო მახოს სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს დედის დღე და ქალთა დღე მასწავლებლებს, დედებს, ბებიებს, მეგობრებსა და ახლობლებს მუსიკალური ნომრებით, რჩეული ლექსებითა და ცეკვით.


როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბავშვებმა შექმნეს შესანიშნავი საზეიმო განწყობა:

''ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა გადასცეს მშობლებსა და მასწავლებლებს ულამაზესი, თავიანთი ხელით დაკრეფილი, ყვავილები. სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლეებს და მათ დედებს ამ ულამაზეს დღეს. მოსწავლეებს კი უღრმესი მადლობა მათ ასეთი გარემოს შექმნისათვის.''

იხილეთ ვიდეო

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203