ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მახოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში სასწავლო საფეხურების მიხედვით სამ კატეგორიად დაიყო.
შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა, გაიმარჯვა მეორე კატეგორიაში მოთამაშე მე-8 კლასმა და მეორე ტურში გადავიდა.
ინტელექტუალური თამაშის მეორე ტური ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელობით ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები