ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთკვირიანი პროექტი - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ შეაჯამეს
08-04-2019

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში  ქართულ ენასა და ბუნებისმცოდნეობაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს მასწავლებლები ნანი სალუქვაძე და მაია თავართქილაძე ხელმძღვანელობდნენ. 

გაიმართა ერთკვირიანი პროექტის - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ შეჯამება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ბუკლეტები და თვალსაჩინოებები დაამზადეს, უამრავი დოკუმენტური თუ ვიდეო მასალა მოიძიეს და შეისწავლეს, კვირის ბოლოს კი სკოლის ეზო დაასუფთავეს და ნერგები დარგეს. 

„ვფიქრობთ, რომ ეს ბავშვები ნამდვილად გაუფრთხილდებიან დედა-ბუნებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203