ქარელის მუნიციპალტეტის, ცერონისის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ყოველ წელს მონაწილეობენ „ეტალონის“ ტესტირებაში და წელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეთა 98%-მა გაიარა პირველ ტურის ტესტირება და მათმა უმრავლესობამ 51 ქულაზე მეტი მიიღო. მეორე ტურში გადავიდა მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი თედეშვილი.
„ვგულშემტკივრობთ და ვუსურვებთ გამარჯვებას ჩვენს საამაყო მოსწავლეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები