შრომის საჯარო სკოლას გიორგი კეკელიძე სტუმრობდა
08-04-2019

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (აპკ) ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალტეტის შრომის საჯარო სკოლაში (აპკ-ის პარტნიორი სკოლა) გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „მოქალაქე და ლიტერატურა“. 

„ლექციაზე ყურადღება გამახვილდა იმ საკითხზე, რომ ლიტერატურა და ტექსტები არ იწერება მხოლოდ დადებით პერსონაჟებზე, თუმცა მათ ჰუმანური ავტორები წერენ და ყველა მათგანში შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც კარგ მოქალაქედ ჩამოგვაყალიბებს. ყველა მკითხველს საკუთარი რაკურსი აქვს - მნიშვნელოვანია, შევძლოთ ნაწარმოები არა მარტო ესთეტიკური კუთხით არამედ მოქალაქეობრივად სასარგებლო მიმართებით განვიხილოთ“ - აღნიშნეს შეხვედრაზე. 

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა მწერალს კითხვები დაუსვეს და მისი პასუხები მოისმინეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203