ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კვირეული გაიმართა
08-04-2019

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 4გ კლასში (დამრიგებელი ნანო ბუცხრიკიძე) აუტიზმის  ცნობადობის ამაღლების კვირეული გაიმართა. 

კვირეული აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს მიეძღვნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ დაამზადეს თმის სამაგრები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, დამზადეს ჩარჩო და მინი ლექცია მოსმინეს.

კვირეულის ბოლო დღეს მოეწყო ფილმის ჩვენება და განხილვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203