თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები პი რიცხვის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში აქტიურად ჩაერთნენ
08-04-2019

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უკვე ტრადიციაა პი რიცხვის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობის მიღება. 

ფესტივალის თარიღი, მსოფლიოში აღიარებული მათემატიკის დღესასწაულს π = 3,14 რიცხვის დღეს ემთხვევა, რომელიც მესამე თვის 14-ში აღინიშნება. მოსწავლეებმა (პედაგოგი: ლელა ხუნაშვილი) ყველა დაგეგმილი აქტივობა წარმატებით განახორციელეს და ფესტივალის ორგანიზატორის დაჩი ნანობაშვილისა და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ხუთეულში გასულ ლადო აფხაზავას დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ფესტივალი გაგრძელდა 18 მარტს, შიდა სასკოლო პროექტის სახით.

დილით მოსწავლეებმა პი რიცხვის მუსიკის ფონზე დაარიგეს ფლაერები და მეგობრებს გააცნეს ამ რიცხვის შინაარსი და მნიშვნელობა.

დღის ბოლოს მოეწყო გამოფენის შეფასება და გამოვლინდა 10 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის სკოლის დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა სამი მოსწავლე დიპლომით, ხოლო დანარჩენები სიგელებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203