შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში, 8 აპრილს სპორტული მარათონის „სირბილი 100 მეტრში“ ჩატარდა, რომელიც უკავშირდებოდა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღეს.
სკოლის დირექციამ პირველ ადგილზე გასულები რუსლანი დავითაძე (XII კლასი) და გიული ზოიძე (XI კლასი) დიპლომებით დააჯილდოვა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა,თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.