სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში“ მონაწილეობდნენ
08-04-2019

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეთა გუნდმა: მ. კვანტალიანმა, ს. ჩიტიამ, ც. ჩაჩუამ, ნ. აბრამიშვილმა, გ. ჯავახიანმა, ე. კიწმარიშვილმა, ე. ბოხუამ, ლ. ჯღარკავამ, მ. ლორიამ, ე. ტყებუჩავამ, ნ. შენგელიამ და თ. ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღეს სსემას (საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია) დისტანციურ ქსელურ პროექტში ,,საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში“. (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ლორია). 

სსემას მიერ განხორციელებულ პროექტში უკვე მეორედ ჩაერთო სამტრედიის N11 საჯარო სკოლა და წარმატებით დაასრულა ორთვიანი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ლიტერატურის შესწავლის ინტერესის გაძლიერება მოსწავლეებში და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებით სწავლებაში მოსწავლეთა და პედაგოგთა პოტენციალის გაღრმავება.

ოთხი მიმართულებიდან არჩეულ სამ მიმართულებაში განხორციელებული აქტივობები და შექმნილი ელექტრონული რესურსები გახლდათ:

1. ორი ვირტუალური ექსკურსია „გალაკტიონ ტაბიძე“ და „ნიკო ნიკოლაძე“

2. სამი დასურათებული ნაწარმოები - ნოდარ დუმბაძისა და რეზო ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით.

3. რადიოსპექტაკლი - გოდერძი ჩოხელის ,,სიმარტოვე“.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ორი მიმართულება დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით, მესამე - დიპლომით. სკოლას გადაეცა სერტიფიკატი და მასწავლებელს დიპლომი. 

გამარჯვებული გუნდი მადლობას უხდის სსემას აღმასრულებელ დირექტორს რუსა გონაშვილსა და მის თანამოაზრეებს საინტერესო პროექტების განხორციელებისათვის და ქართული ლიტერატურის პოპულარიზებისათვის გაწეული ღვაწლის გამო. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203