ხარაგაულის რაიონ ბორითის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გაიმართა.
აქტივობაში ჩართულები იყვნენ ბორითის საჯარო სკოლის
VIII-IX –X-XI კლასის მოსწავლეები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბორითის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი რაგული კალანდაძე.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირს
მერაბ კოსტავას და თაიგულით შეამკეს მემორიალი,
რომელიც სოფელ ბორითშია განთავსებული.
მოისმინეს ლექცია თემაზე ,,მე მტკივა 9 აპრილი“, რომელიც მასწავლებელმა რაგული კალანდაძემ წაიკითხა. ასევე მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება.