ქედის მუნიციპალიტეტის, ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლაში ბავშვთა ლიტერატურის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ჰანს ქრისტიან ანდერსენი და პატარა მეგობრები“ ჩატარდა.
ღონისძიებას ზეინაბ დოლიძე და ნაზი ტაკიძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები