2019 წლის 8 აპრილს სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!" გაიმართა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს
კი უზენაესმა საბჭომ
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.