წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე ბუნებაში შემაჯამებელი საწრეო მუშაობა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით. მასწავლებელმა ხათუნა სულაბერიძემ მოსწავლეები და პედაგოგები მიიწვია და დისკუსია მოაწყო, სადაც აქტიურად ჩაერთნენ მიწვეული მოსწავლეებიც.
დასასრულს წრის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას წინა მეცადინეობაზე დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
„შეხვედრა მეტად საინტერესო და სახალისო იყო. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მსგავსი შეხვედრების დაგეგმვისა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები