წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ჩაკვეტაძე იოჰან სებასტიან ბახის სახელობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა.
მოსწავლის პედაგოგი ნ. ვარძელაშვილი იყო, ხოლო კონცერტმაისტერი ნ. ტუკვაძე.
„ანა წყალტუბოდან ერთადერთი მევიოლინე გახლდათ, მან მესამე ადგილი დაიკავა. მადლობა პედაგოგებს და ქალბატონ მარინა კვერნაძეს. ანამ ასახელა მშობლიური მე-4 სკოლა და უზომოდ გაგვახარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები