დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილები გაიხსენეს
08-04-2019

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღე გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ისტორიის მასწავლებლებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოსწავლეებმა აქციის მონაწილეების მიერ ნამღერი სიმღერა შეასრულეს.

მოისმინეს ილია მეორის სიტყვები 1989 წლის  აქციის დროს და ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება პარლამენტში.

ბოლოს კი სიმღერა: ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" იმღერეს. სკოლაში ასევე მოეწყო  9 აპრილის ამსახველი კადრების სურათების გამოფენა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203