ფერსის საჯარო სკოლაში საჩვენებელი ინტეგრირებული გაკვეთილი - „მოხალისეობა“ ჩატარდა
08-04-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერსის საჯარო სკოლაში პროექტ - PH international საქართველო-ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენების ფარგლებში, საჩვენებელი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის დაგეგმვაში და მსვლელობაში მონაწილეობდნენ ინგლისურის, სამოქალაქო განათლებისა და ი.ს.ტ.-ს მასწავლებლები. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, რომლის თემა იყო ,,მოხალისეობა“. (აღსანიშნავია სკოლის მოხალისის მარია რაქელ გონსალესის ჩართულობა აღნიშნულ გაკვეთილში).

გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ცნობიერების და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება და მოხალისის საქმიანობის სურვილის გაღვივება.

გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდნენ პროექტ PH international საქართველოს წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში სტივენ გომესი და მაკა მურვანიძე.

სოფელ ფერსის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის მასწავლებლებს ნატალია ბალახაშვილს და თამილა ლომიძეს გაკვეთილის წარმატებით ჩატარებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203