კაცხის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს
08-04-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, კაცხის საჯარო სკოლაში  9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203