ირემაძეების სკოლაში ''ხულოს ეტალონის'' გამარჯვებულს ფულადი ჯილდო და სიგელი გადასცეს
13-03-2017
ირემაძეების სკოლაში ''ხულოს ეტალონის'' გამარჯვებულს ზეზვა გორგაძეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეს გადასცა ფულადი ჯილდო და ასევე საუკეთესო მოსწავლის სიგელი.

გამარჯვებულმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინტელექტ-შეჯიბრში ძალიან მაღალი კონკურენცია იყო:

''ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი იყო. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის გამარჯვება. მომავალ ,,ეტალონელებს“ ვურჩევ, როც რაც შეიძლება მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე. რაც შეეხება პროექტ ,,ეტალონს“, იგი ქართულ იდეას ემსახურება, ხელს უწყობს ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გრძნობის ამაღლებას. ინტელექტ-შეჯიბრი გვეხმარება ახალგაზრებს საკუთარი თავის რეალიზებაში, ხელს გვიწყობს ჩვენი შესაძლებლობების გამოვავლენაში.''

ირემაძეების სკოლის დირექტორის ბადრი ირემაძის თქმით, ღონისძიების მიზანი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება იყო:

''ჩვენი სკოლის მოსწავლის გამარჯვების აღსანიშნავად, ღონისძიება ჩავატარეთ. ფულადი ჯილდო გადავეცით ზეზვა გორგაძეს. ღონისძიებას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. დაჯილდოების მიზანი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება იყო, ზეზვას წარმატება სხვა მოსწავლეებისთვისაც მაგალითი იქნება.''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203