ბანოჯის საჯარო სკოლამ ლადო აფხაზავას თავის გუნდთან ერთად მასპინძლობა გაუწია
08-04-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლამ მიმდინარე წლის 19 წლის 6 აპრილს მასპინძლობა გაუწია მსოფლოში აღაირებულ მასწავლებელს ლადო აფხაზავას თავის გუნდთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლასთან ერთად.

მასპინძელ სკოლას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიება, მრავალფეროვანი აქტივობებით.

გაფორმდა თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმი ბანოჯისა და ჩიბათის საჯარო სკოლებს შორის, დირექტორები: ნინო წილოსანი და მამუკა იმნაიშვილი, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის აქტიურად ჩართვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა სახის პროექქტებში, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივ ღონისძიებების დაგეგმვასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ერთობლივად გამომუშავენას.

სასკოლო საზოგადოებამ დაინახა სკოლის ჯანსაღი თანამშრომლობითი კულტურა წყალტუბის მუნიციპალიტეტის თვითმართველობასთან. სტუმრებს მიესალმა წყალტუბოს დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ|შ პაატა ახალაძე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი ნანა გიორგაძე, სოფლის გამგებელი ომარ სინაურიძე.

სტუმრები თუ მასპინძლები კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ და მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს შინაარსიანი, პოზიტიური და ლამაზად ორგანიზებული დღისთვის. დღის ბოლოს ლადო მასწავლებლის მიერ დირექტორებთან შეთანხმებით დაიგეგმა ახალი აქტივობები. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203