ძნელად თუ შეხვდებით ისეთ მეცნიერებას, როგორიც გეოგრაფიაა! - ამ ციტატის ფონზე შედგა სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასებს შორის ვიქტორინა-კონკურსი: "ტვინების ბრძოლა".
ბრძოლა გაიმართა 5 რაუნდად, მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის სიღრმისეული ცოდნა და უნარები. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში იყო დირექციის წარმომადგენელი და გეოგრაფიის მასწავლებლები (დალი სილაგაძე, ნათელა ჭოლოკავა და მზია ტუკვაძე) გამარჯვებული გამოვლინდა IX-ბ კლასი.
იხილეთ ფოტოები: