თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის შიდა ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეებმა გასხლეს და ჩახშირებული ტოტები მოაცილეს მცენარეებს.
აქციის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
„სკოლის თვითმართველობის წევრმა მოსწავლეებმა პატარა მეგობრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უნდა ვიცხოვროთ სუფთა გარემოში და არასოდეს არ უნდა დავაბინძუროთ ადგილი სადაც გვიწევს არსებობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები