ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატში სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასების 8 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვება წილად ხვდა 11-ე კლასის გუნდს ,,ტალღას“, რომელიც მომდევნო კვირაში რეგიონალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულ კონკურს ორგანიზება გაუწია სკოლის დირექციამ და ისტორიის მასწავლებელმა მალხაზ ნაგერვაძემ.
იხილეთ ფოტოები