სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის დამალის საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ, დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდება. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: