დიდი ჭყონის N1 სკოლაში ჩატარებული მათემატიკის ღია გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა
08-04-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში VII კლასში მათემატიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მასწავლებელი ნანა ლომია გახლავთ.

გაკვეთილის თემა იყო ოთხკუთხედები, ხოლო მიზანი-მოსწავლეთა გარკვევა ოთხკუთხედების კლასიფიკაციაში, ოთხკუთხედის სხვადასხვა ტიპებს შორის კავშირშში.

წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მასწავლებელმა კლასს გააცნო განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, გამოყენებულ იქნა სტრატეგია „ვმვ (ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე).“

მასწავლებელმა მოკლე ლექციის სახით კლასს გააცნო ახალი საკითხი, ჩატარდა ჯგუფური მუშაობა, პრეზენტატორებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, გამოყენებულ იქნა შეფასების ისეთი ფორმები, როგორებიცაა თვითშეფასება და შეფასება, კლასს გადაეცა საშინაო დავალება.

მოსწავლეებმა შეძლეს გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.

გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი  ქულით შეფასდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203