ხულოს მუნიციპალიტეტის ტაბახმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება „1989 წლის 9 აპრილი დიდი ეროვნული ტრაგედიისა და სულიერი ერთიანობის დღე“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს სიტყვები 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ, თქვეს ლექსები, უმღერეს საქართველოს დამოუკიდებლობის განვითარებას.
სლაიდზე წარმოადგინეს სურათები. რასაც ახლდა ცრემლებიც. ღონისძიებამ დიდი სულიერი მღელვარება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდება. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები