„განათლებულ და წარმატებულ კლასში ჩემი შვილი მრავალმხრივ ვითარდება“ - გაიცანით მარტის თვის პირველი „სუპერ კლასები“
08-04-2019

Izrune.ge-მ მარტის თვის პირველი „სუპერ კლასები“ გამოავლინა. ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი სიამაყით გიზიარებთ მზრუნველ წარმატებას და სხვა „სუპერ კლასების“ რეიტინგსაც მალე შემოგთავაზებთ.

 

თბილისის N114 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი გიული გაბიტაშვილი:

 

Izrune.ge წარმატების მომტანი პროექტია, რომელიც ოჯახს, ბავშვსა და სკოლას განათლების ირგვლივ აერთიანებს. სახალისო და მამოტივირებელი კითხვებით მოსწავლეებს შემეცნების მეტი მოტივაცია გაუჩნდათ, მშობლებიც სისტემურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებმაც ეფექტურად აუწყეს ფეხი ინოვაციებს. მახარებს მიღწეული შედეგები, სკოლაში არაერთი წარმატებული კლასი და პროფესიონალი მასწავლებელი გვყავს. ვგულშემატკივრობ პროექტს და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მუშაობით კიდევ უფრო კარგ შედეგებზე გავალთ.“

 

თბილისის N114 საჯარო სკოლის IVბ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი ეკატერინე ლურსმანაშვილი:

 

Izrune.ge-სთან ერთად სწავლის პროცესი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს და შემდეგ კლასში განიხილავენ მოსულ საკითხებს. მისასალმებელია, რომ პორტალზე მოსწავლეები ინტერნეტრესურსის შემეცნმების კუთხით გამოყენებას სწავლობენ და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს უწყობენ ფეხს. მოსწავლეთა მოტივაციასთან ერთად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რაც წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

 

IVბ „სუპერ კლასის“ ერთერთი მეგობრული მოსწავლე გიორგი ბიწაძეა, რომელსაც საინტერესო კითხვები და დიპლომების მოპოვება შემეცნების სურვილს გამორჩეულად უღვივებს. მოსწონს წამახალისებელი შეძახილი და თანაკლასელებს დიდი სიხარულით უზიარებს წარმატებას.

 

მასზე დედა, თამარ არველაძე განსაკუთრებულად ზრუნავს. მშობელი ამბობს, რომ „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვება და განათლებული, მეგობრული და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

 

Izrune.ge შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით მოსწავლეებს წარმატებებს აჩვევს. მრავალფეროვანი კითხვები და ინდივიდუალური ტესტები ბავშვებს ყოველკვირეულად ზრდის და მრავალმხრივ უნარს უვითარებს. პორტალთან და მასწავლებლებთან ერთად თითოეული მშობელი საკუთარი შვილის განათლებაზე ზრუნვით წარმატებულ მომავალს ვუქმნით ქვეყანას. საამაყოა „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვება და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებისთვის ვემზადებით.“

 

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანთიკის საჯარო სჯოლის ლიდერი დირექტორი ლია სახელაშვილი:

 

Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება მეტად აქტიური და საინტერესო გახდა. მშობლები სისტემურად ჩაერთნენ შვილების სასწავლო პროცესში და უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვთ პედაგოგებთან, მოსწავლეებს კი იზრუნეს საინტერესო, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით წინსვლის მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. მახარებს IV კლასის წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას.“

 

ღვანთიკის საჯარო სჯოლის  IV „სუპერ კლასის“ დამრიგებელი ნინო გოგიაშვილი:

 

„სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვება დიდი სტიმულია ჩვენთვის. თავდაპირველად, რამდენიმე მოსწავლე ჩაერთო პორტალში, შემდეგ ბავშვებმა მზრუნველი ინოვაციები, შემეცნებითი და სახალისო მიდგომები კლასელებს გაუზიარეს და დაინტერესებაც გაიზარდა. მშობლებმა მოტივირებული შვილები რომ დაინახეს, აქტიურად ჩაებნენ სასკოლო ცხოვრებაში და ჩვენთან ერთად ზრუნავენ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ განვიხილავთ საკითხებს და ვიღრმავებთ ცოდნას. Izrune.ge-სთან ერთად კლასი მეტად მეგობრული, ხალისიანი და წარმატებაზე ორიენტირებული გახდა.“

 

„სუპერ კლასის“ ერთერთი მეგობრული და წარმატებული მოსწავლე ქრისტინე სარდანაძეა, რომელიც ყოველი ტესტების დღეს მოუთმენლად ელის და შემდეგ საკითხებს კლასთან ერთად განიხილავს, თანატოლებს საინტერესო და სახალისო კითხვები ძალიან მოსწონთ და წამახალისებელი შეძახილითა და დიპლომების მიღებით ამაყობენ.


ქრისტინეს დედა მირანდა ზამბახიძე მოხარულია „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვებით და თვლის, რომ შემეცნებით, ჯანსაღ და კონკურენტუნარიან გარემოში მისი შვილი წარმატებული პიროვნება აღიზრდება:


„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში იზრდებიან ჩვენი შვილები, განათლებულ და წარმატებულ კლასში ქრისტინეც კონკურენტუნარიან პიროვნებად ყალიბდება და მრავალმხრივ ვითარდება. Izrune.ge სახალისო, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით ოჯახს, ბავშვსა და სკოლას ეფექტურად აახლოებს და ქვეყანას წარმატებულ მომავალს უზრდის.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203