გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსმა მასწავლებელმა დარინა მეტრევლლმა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა.
„საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის. ამ აქტივობამ ხელი უნდა შეუწყოს მკვლევრის პროფესიულ განვითარებას, სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით გადავწყვიტე განმეხორციელებინა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,რომლის თემაც გახლდათ - ,,კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში“.
კვლევის მიზანი იყო დამედგინა კითხვის სწავლების პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები. ასევე ეფექტური სტრტეგიების გამოყენებით კითხვის უნარის გაუმჯობესება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებში.
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს, გრძელდებოდა 6 თვის მანძილზე. იმის დასადგენად თუ რამდენად კარგად ჰქონდათ მოსწავლეებს გამომუშავებული კითხვის უნარები გამოვიყენე თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები. კერძოდ, დაკვირვება,ფოკუსირებული დაკვირვება,ფოკუს ჯგუფი,სადიაგნოსტიკო ტესტები, ინტერვიუ, გამოკითხვა. საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ის სავარაუდო მიზეზები,რომლებიც განაპირობებდა მოსწავლეებში კითხვის დაბალი დონის არსებობას.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები და ვთვლი,რომ მიზანს მივაღწიე. კლასში გავაუმჯობესე კითხვის დონე და მოსწავლეებიც უფრო მოტივირებულები გავხადე.
დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი პირველი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. მე არ მყოლია წინამორბედი მკვლევარი კოლეგა, რომელიც გამაცნობდა თავის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. ამიტომ ჯერ გავეცანი შესაბამის ლიტერატურას, შემდეგ კი შევუდექი პრაქტიკულ მუშაობას. ბევრი რამ თვითონ კვლევის პროცესში ვისწავლე. ჩემმა კვლევამ პირველ რიგში მე მომიტანა სარგებელი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. სარგებელი მოუტანა კვლევაში ჩართულ ბავშვებს და მშობლებს. გაიზარდა ბავშვების წიგნიერების დონე, მშობლებმა ისწავლეს როგორ ჩაერთონ შვილის განვითარების პროცესში. ჩემი მუშაობა სასარგებლო იქნება კოლეგებისთვისაც. ისინი ამ ნაშრომზე დაყრდნობით უფრო ადვილად განახორციელებენ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას“,-აღნიშნავს დარინა მეტრეველი.
იხილეთ უფროსი მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში.docx
იხილეთ ფოტოები