„ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ (PITA) პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ სულ 4 სოფელში მცხოვრები 30 უფროსკლასელი ახალგაზრდა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
1. თუ რა არის „START UP?“
2. როგორ უნდა დავწეროთ ეფექტური პროექტი?
3. რას ნიშნავს თვითპრეზენტაცია?
4. როგორ უნდა იყოს აქტიური მოქალაქე?
პროგრამა PITA ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ფოტოები