დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდრუხის სკოლის მოსწავლეებისთვის მარტის თვე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.
ამ წარმატებების შესახებ, სკოლის წარმომადგენელმა ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენი სკოლის ცხრა მოსწავლიდან ექვსმა ოქროს დიპლომი დაიმსახურა, ერთმა ვერცხლის, ერთმა ბრინჯაოს. სამწუხაროდ, ერთმა მოსწავლემ ვერ მიიღო დიპლომი, რითაც ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა მომავლისთვის მისგანაც ველით უმაღლეს შეფასებას. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი სკოლა ჩართულია ამ პროექტში. მოგეხსენებათ, სავარჯიშო ტესტებს ჩვენი მოსწავლეები სკოლაში გადიან, ამიტომ გაუგებარი კითხვების ასახსნელად მასწავლებლები ყოველთვის მზად არიან.
გარდა ამისა, სკოლაში გაკეთდა წარმატების კედელი და შეიქმნა სლოგანი:
„1,2,3 - ჩვენ ვართ მეგობრული კლასი
1,2,3 - ჩვენი უმაღლესი ქულა არის ასი.
1,2,3,4 - ხუთშაბათს სავარჯიშო ტესტი
თვის ბოლო კვირას შემაჯამებელს ველით“